„აქ განისვენებს კაცი, რომელსაც მთელი მსოფლიო არ ყოფნიდა, მიწის ეს პატარა ნაჭერი კი ეყო...“
წარწერა ალექსანდრე მაკედონელის საფლავზე.
გაქანებული „შევარდნაძეობაა“! ორი საათით შუქს რომ ჩაგვირთავენ საყოველთაო ეროვნული დღესასწაული იწყება...
ხალხს „აჯეფსანდალი გაუთავდა“ და სანდლებს ჭამენ ...შავი პური,ხახვი და ნიორი დელეკატესად იქცა...
მოქალაქეები მიირთმევენ ყველაფერს ,რაც მოძრაობს... ერი მიხვდა, რა მაგრა ,,ჭამა,, იმელის წინ ამბროსოვიჩს რომ დაუჩოქა...,,არ წახვიდე ბაბუ არ დაგვღუპოო!,,...ვაი ჩვენს პატრონს! (ამჟამად საფრანგეთს პოლიტ ემიგრირებული) ბონდო ქურდაძე ,,შანსის,, მთ.რედაქტორია და იმ სიყუაციაში, როცა გაზეთები ერთი მეორის მიყოლებით იხურება, ბონდო ქურდაძე,ეს შანსპეპელოა „შანსი“-ს ტირაჟს ზრდის და ზრდის... ნახევარ მილიონს მიაღწია!
თუ კი ქვეყანაში ვინმეს „პასტიანი რუჩკის“ ხელში დაჭერა ეხერხებოდა ყველა „შანს“ ის მეგობარი გახდა...(მათ შორის გურამ ოდიშარიაც! რომელიც „შანსის“ კონიაკზე და არაყზე დავაჟკაცდა!...)
მე, ქურდაძის პირველი მოადგილე, გაზეთის წამყვანი „მხეცკორესპონდენტი“ და „შანსის“ დამატების „შანსი+“-ის მთ. რედაქტორი, სრული შეუზღუდავი უფლებებით და რედაქციაში მოწყობილ სასადილოში, ოთხჯერადი უფასო კვებით ვსარგებლობ!
...
დილაა, თანამშრომელი გოგონას, თუ არ ვცდები,ლია მიჩიტაშვილის დაბადებიის დღის აღნიშვნა ახალი დაწყებული გვაქვს (ყოველდღე ვიღაცის დაბადების დღეს აღვნიშნავდით, ფული ოხრად ქონდა ქურდაძეს და ბუნებით „ჟმოტი“ არასდროს ყოფილა!), სულ რაღაც ორიოდ (ნათალი) ჭიქა კონიაკი გვაქვს მიღებული ...და მესამესთვის ვემზადებით...
რედაქტორის კაბინეტის კარზე მოკრძალებული კაკუნი გაისმა...
- მობრძანდით! - ხმა დაიბოხა ქურდაძემ.
- შეიძლება? - თავი შემოყო გაღიმებულმა ახალგაზრდამ.
- ჯერ ეს ჭიქა დაგვილიე ძმაკაც, იუბილარი დალოცე, მერე ვილაპარაკოთ! - ჭიქას უწვდის სტუმარს მთ.რედაქტორი და სავარძელში უფრო მოხერხებულად „წვება“...
ჭიქა იცლება... ახალგაზრდა, მაღალ, გამხდარ სტუმარს თვალები უჟუჟუნებს....
- რა გქვია, ჩემი ძმა? - ინტერესდება ქურდაძე.
- მიშიკო ...მიხეილი! - იცინის ყმაწვილი და პერანგის სახელოთი ცხვირს იწმენდს.
- მიაწოდეთ კიდევ ერთი „ნათალი“ ...დაგვიანებისთვის!
- ჰააააჰაა! - ხმამაღლა იცინის მიშიკო-მიხეილი და კონიოაკზე უარს არ ამბობს... ბონდო ქურდაძე თვალებს ჭუტავს,უკვე ვიცი,რომ სტუმარს უნდა „წაეღადავოს“:
- „ბრატ„ შენ გეცოდინება, რატომ არის მიშა მიხეილი და გრიშა არ გამოდის „გრიხეილი“?
ყმაწვილი ჯერ დაიბნა, მერე მიხვდა რედაქტორი „ღადაობდა“ და ისეთი სიცილ-კისკისი ატეხა მთელი ,,სასტავი“ აიყოლია...
როცა სიცილის „სიო“ განელდა ქურდაძემ „ოფიციალური დაიჭირა“:
- მოიტანე რამე?
- დიახ!დამიბეჭდავთ, ბატონო ბონდო? მე მოქ. კავშირის უმრავლესობის ლიდერი ვარ! ...მიხეილი ...მიშიკო ...დიახ, სააკაშვილი...
- მოიწიე აქეთ! - მიშიკო „ჩერზ მაგიდა“ გადაიხარა:
- სმაში ლიდერი ხარ...ალბათ პოლიტიკაშიც ლიდერი იქნები! - და „პოლიტლიდერს“ მთ.რედაქტორმა „მამაშვილურად“ მოუთათუნა ლოყაზე ხელი... ისევ გაისმა აღტაცებული სპეციფიური სიცილი...
- ეგე სიცილი შენ დაამხეცე თუ ამბროსოვიჩი დაგეხმარა?
ამაზე მთელი რედაქცია გადაბჟირდა... ქურდაძე კვლავ დასერიოზულდა, მიშიკო-მიხეილის მასალა მომაწოდა და გამოაცხადა:
- თუ ჩემ მოადგილეს და მასწავლებელს ბატონ თამაზ ჭეიშვილს მოეწონა, პირველ გვერდზე ვბეჭდავ და ერთი კვირით „შანსის“ მთ. რედაქტორად გნიშნავ, გაწყობს ძმა? - მერე ქურდაძემ „ხისტი“ ულტიმატუმი წაუყენა:
- ოღონდდ, თუ პრეზიდენტი გახდები, ერთი კვირა ჩამაბარებ „ოფისს“! - მიხეილი გულამოსკვნით აკისკისდა და... და მთ. რედაქტორს ხელი დაურტყა! - რედაქცია ხარხარებდა...
მასალა მომეწონა... ქურდაძემ სიტყვა არ გატეხა, მიშიკო-მიხეილი ერთი კვირა იყო რედაქტორი და ისეთი „რევოლუციური“ მასალები და ფოტოები ბეჭდა, კინაღამ დაიჭირეს მიშიკოც, ქურდაძეც და „ტრიფონიაც“...
„მადლიერების ნიშნად“ გაპრეზიდენტებულმა მიშიკომ დახურა გამომცემლობა „სამშობლო“ იქ შეკედლებული გაზეთების რედაქციები კინწისკვრით გამოყარა ქუჩაში და სიმართლისთვის ქრონიკულად მერძოლი ქურდაძე „განსაკუთრებულ კონტროლზე“ აიყვანა...
- არამი იყოს შენზე ის კონიაკი!-ცრემლნარევი ხმით მოთქვამდა უმუშევრად და ურედაქციოდ დარჩენილი რომელიღაც თანამშრომელი გოგონა... - კაცო, დაბადების დღე დამთავრდა, მაგიდა ავალაგეთ, ის კი თავხედურად ჩამოუსკუპდა ქურდაძეს და ვიდრე ბოლო წვეთი არ გამოცალა, არ წავიდა! რატომ გამოგვყარა ქუჩაში, რას გვერჩოდა, რაას!!! - მოთქვამდა „რეპრესირებული“ თანამშრომელი...
„შანსი“ დაიხურა...
ეტყობა მიშიკოს კონიაკი არ მოეწონა...
სააკაშვილს უნდა უმადლოდეს ქურდაძე ახლა პარიზში რომ ცხოვრობს მთელი ოჯახით (პროფესორი სიმამრიანად) და ყოველ დღე ეიფელის კოშკის ცქერით ტკბება! თორემ იქნებოდა ახლა არაპერსპექტიულ, არასტაბილურ თბილისში უგაზეთოდ, უმუშევრად და უფულოდ....
თამაზ ჭეიშვილი