ივერიონი / ცოტნე გამსახურდია: პოლიტიკის საკითხია, რომ ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედოს კანონის უზენაესობის საკუთარ ხოშზე დამუხრუჭება!

ცოტნე გამსახურდია: პოლიტიკის საკითხია, რომ ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედოს კანონის უზენაესობის საკუთარ ხოშზე დამუხრუჭება!

"ახლა მინდა, იმ ავადმყოფი ადამიანების კატეგორიას გამოვეხმაურო, ნებისმიერი ხელისუფლების ნებისმიერ ფასად "გაპრავებას" რომ ცდილობენ!" -  ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს  facebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება:

"დამდგარან და ქადაგებენ: პოლიტიკურ ქულებს ნურავინ დაიწერს, ნაცების წისქვილზე წყალს ნუ დაასხამთ, გარდაცვლილის სახელს ნუ გამოიყენებთ და ა.შ.

დიახ, გაიგეთ, უმეცრებო და კონფორმისტებო! ამგვარი საზოგადოდ საჭირბოროტო საკითხები პოლიტიკაა და ასეც უნდა იყოს! პოლიტიკა იყო სანდრო გირგვლიანი, რობაქიძე, ვაზაგაშვილი, გამცემლიძე და სხვა ერთეული ადამიანები, რომელნიც სისტემამ იმიტომ კი არ იმსხვერპლა, რომ მათ წინააღმდეგ პერსონალური დაპირისპირება ამოძრავებდა, არამედ იმიტომ, რომ სისტემა იყო ანტიადამიანური! და სისტემის შეცვლა სწორედ პოლიტიკური საკითხია!

პოლიტიკური საკითხია, როდესაც სამართლიანობის აღსრულების და დამნაშავეთა დასჯის აუცილებლობას პოლიტიკურ მიზანშეწონილობას ანაცვალებენ და ეს არც მე მომიგონია, არც რობაქიძეს ან ვაზაგაშვილს! პოლიტიკის საკითხია, რომ ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ გაბედოს კანონის უზენაესობის საკუთარ ხოშზე დამუხრუჭება და ეს მას საზოგადოებამ უნდა აიძულოს!

რაც შეეხება სადმე წყლის დასხმას, დღეს ხელისუფლებამ ნაცზონდერები თანამდებობებზე გაამწესა და თქვენ რომელ წისქვილებზე ბოდიალობთ?!

დიახ, სწორედაც უნდა ვახსენოთ ვაზაგაშვილი, რობაქიძე, გირგვლიანი და სხვა პოლიტიკისა და რეჟიმის მსხვერპლნი ამ ქვეყანაში, რათა ეს პოლიტიკა სამუდამოდ შეიცვალოს!

და როდესაც თქვენ ოჯახის წევრებს დაგიხოცავენ, მაშინ შეგიძლიათ წლობით "ელოდოთ გამოძიებას"!

უკაცრავად, მართლაც ძალიან აღელვებული ვარ", - წერს გამსახურდია.


21-01-2015, 11:56
უკან დაბრუნება