„ივერიონს“ სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ დაახლოებით 3-4 დღის წინ აწგანსვენებული იური ვაზაგაშვილი ყოფილ ექს-პრემიერს ბიძინა ივანიშვილს შეხვედრია.
ივანიშვილს პირობა მიუცია ვაზაგაშვილისთვის, რომ დაინტერესდებოდა ძალოვან სტრუქტურებში მოკალათებული იმ თანამშრომლებით, რომლებსაც მისი შვილის სისხლში ჰქონდათ ხელები გასვრილი და საქმესაც ბოლომდე მიიყვანდა!
არ არის გამორიცხული, ვაზაგაშვილის შუშის სასახლეში სტუმრობა და ივანიშვილის დაინტერესება გამხდარიყო სწორედ გუშინდელი ტერორისტული აქტის მიზეზი!..
თუ ეს ინფორმაცია სწორია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გამოძიებას შემკვეთებზე და შემსრულებლებზე გასვლა არ უნდა გაუჭირდეს!