დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ზაზა ალთუნაშვილმა განაცხადა, რომ იური ვაზაგაშვილი საბრძოლო დანიშნულების ყუმბარის აფეთქების შედეგად დაიღუპა. აღნიშნულზე ამის შესახებ ალთუნაშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
"ამოღებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები, რომელთა შეფასებები მთლიანობაში მოგვცემს საშუალებას დავადგინოთ, თუ რა გარემოებებში და რა ვითარებაში მოხდა აფეთქება. დადგენილია, ფაქტიურად, ასაფეთქებელი მოწყობილობის სახეობა. ამ ეტაპზე ზუსტდება თუ რა მოდელზეა საუბარი. ეს არის საბრძოლო დანიშნულების ასაფეთქებელი მოწყობილობა," - აღნიშნა ალთუნაშვილმა