პოლიტიკიდან მივდივარ! საქმიანობას საექსპერტო სფეროში გავაგრძელებ. განცხადება ამის შესახებ გია კობახიძემ "რეპორტიორის" პრესკლუბში გააკეთა:
"გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი შვილი "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივნად ინიშნება, პოლიტიკიდან მივდივარ! იმედი მაქვს, პოლიტიკური საბჭო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და ირაკლი კობახიძე შეთავაზებულ თანამდებობას დაიკავებს. მე კი გადავწყვიტე, გავაგრძელო საქმიანობა საექსპერტო სფეროში. ვარ პოლიტოლოგი და ამ განხრით გავაგრძელებ მოღვაწეობას", - განაცხადა გია კობახიძემ.