ნაციონალური ხელისუფლების პერიოდში ქუჩაში დახვრიტეს ზურა ვაზაგაშვილი და იმ დღიდან დაიწყო ვაზაგაშვილების ოჯახის ტრაგედია, იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის მკვლელების დასჯას ითხოვდა დამნაშავე ხელისუფლებისგან, თუმცა სამართალს ვერ მიაღწია და ყველაფერი გააკეთა, მკვლელი ხელისუფლება, ჰუმანური და სამართლიანი ხელისუფლებით ჩანაცვლებულიყო, 2012 წელს "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა და შვილმკვდარ მამასაც იმედი გაუჩნდა, სამართლიანობა აღსდგებაო, თუმცა, გავიდა ხანი და ნელ-ნელა იმედი გაუცრუვდა, სამართლიანობის აღდგენის არაღსრულებაში ბევრჯერ ამხილა არსებული ხელისუფლება და, მოულოდნელად, სამართლიანობის ძიებას, ტრაგიკულად თავად შეეწირა, შვილის საფლავზე ააფეთქეს... ნაციონალურმა ხელისუფლებამ შვილი მოუკლა და მაშინ სამართლიანობას ვერ მიაღწია, "ქართული ოცნების" პერიოდში კი ბრძოლა გააგრძელა და თავად გახდა უსამართლობის მსხვერპლი...
ვაზაგაშვილების ოჯახი ორი ხელისუფლების პერიოდში ფაქტობრივად განადგურდა!..
ბოროტმა ძალამ იური ვაზაგაშვილის სასტიკი და ქართველთათვის არგაგონილი მკვლელობით ძლევამოსილების დემონსტრირება კვლავ მოახდინა და შიში ისევ დათესა ხალხში: სამართლიანობას თუ ჩვენ დროს ვერ მიაღწიე, ვერავის მმართველობის დროს ვერ მიაღწევო...
ხალხო, საბოლოოდ უნდა შევაჩეროთ ნაციონალური მოძრაობა, უნდა შევაჩეროთ, უნდა შე.. ვა.. ჩე.. როოოთ!!!