როცა ჩემთან ინტერვიუს იღებენ, ყველა ჟურნალისტი თავს ვალდებულად თვლის ეს შეკითხვა დამისვას:
- რატომ არ დარჩით საზრვარგარეთ, როგორც ცნობილ მკურნალ ექსტრასენსს ხომ გგქონდათ ამის საშუალება?
მეც ყოველთვის ერთსა და იგივეს ვპასუხობ:
- სამჯერ მქონდა სამ განვითარებულ დალაგებულ ქვეყანაში დარჩენის საშუალება, თანაც სამივე ქვეყანაში სტატუსით „ექსტრაორდინერი“, ანუ „პიროვნება, რომელიც ქვეყანას სჭირდება“ ამ შემთხვევაში თავად გთავაზობენ მოქალაქეობას და წარმოიდგინეთ, ნოსტალგიის გამო ვერ დავრჩი!
ნოსტალგია ავადმყოფობაა, რომელზეც არ მოქმედებს არავითარი პრეპარატი, თანაც მომაკვდინებელი ავადმყოფობაა!
თორემ, ასეთ ქვეყანაში, ასეთი მთავრობების ხელში და გაუსაძლის სოციალურ პირობებში, როგორ შეიძლება ცხოვრება? და ეს გრძელდება, არ მთავრდება... 25 წელი გავიდა, 25 ჯოჯოხეთური წელი!
ჩემმა ნოსტალგიამ შვილები და შვილიშვილებიც დამიღუპა!
წყეულიმც იყავ-ნოსტალგიავ!
თამაზ ჭეიშვილი