ივერიონი / კოკა კაციტაძე: ზურა ვაზაგაშვილის საქმეზე ახალი მტკიცებულებებით სპეცოპერაციის დეტალები იცვლება!

კოკა კაციტაძე: ზურა ვაზაგაშვილის საქმეზე ახალი მტკიცებულებებით სპეცოპერაციის დეტალები იცვლება!

პროკურორი კოკა კაციტაცე პთავარ პროკურატურაში კორტებთან ჩატარებულ სპეც-ოპერაიის საქმეში გამოვლენილ ახალ გარემოებებზე საუბრობს, რომელმცაც საქმის თავდაპირველი ოფიციალური ვერსია  შესაძლოა მთლიანად შეცვლოს. აღნიშნულზე კაციტაძემ "მოამბესთან" ისაუბრა.


"გამოძიების მიერ მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე საქმის ახალი ფაქტობრივი გარემოებები დგინდება და სპეცოპერაციის ჩატარების დეტალები იცვლება,"- აცხადებს პროკურორი.

ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატები ადასტურებენ, რომ მითითებულ პირს 9 წლის წინანდელი გახმაურებული ოპერაციის ახალი გარემოებების გასაჯაროება სურს და მზადაა, გამოძიებას ჩვენება მისცეს.

"განახლებული გამოძიების ფარგლებში დაკითხულია არაერთი ახალი მოწმე, მათ შორის, გამოძიებისთვის ძალიან მნიშვნელოვნი მოწმეები, რომლებიც საუბრობენ საქმის ახალი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. დღეისთვის გამოძიება არის დასკვნით ფაზაში შესული. ამ მოწმეების და საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გაცოცხლებულია ის სურათი, რაც მოხდა 2006 წლის 2 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს,"- განაცხადა კოკა კაციტაძემ.


 

 

22-01-2015, 12:03
უკან დაბრუნება