საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ესპანეთის შეიარაღებული ძალების ჯავშანსაწინაარმდეგო ბრიგადის ბაზას ესტუმრა. სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი, საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში ზურაბ პოლოლიკაშვილი, თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკი გიგა ბაბუნაშვილი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის სხვა წევრები.
მოგვიანებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, დელეგაციის სტუმრებთან ერთად, ჯავშანსაწინააღმდეგო ბრიგადის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამხედრო ნაწილში მიმდინარე წვრთნას დაესწრო.
მინდია ჯანელიძე ბრიგადის ტერიტორიაზე მდებარე მუზეუმშიც იმყოფებოდა, სადაც ძველი ესპანური სამხედრო შეიარაღება, აღჭურვილობა და დროშები დაათვალიერა. სამხედრო ბაზაზე სტუმრობის ბოლოს, თავდაცვის მინისტრმა საპატიო წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ბრიგადის გენერალს ხოსე კონდე დე არხონას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.