საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და ცრუ მეწარმეობის ფაქტზე, დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები უზრუნველყოფდნენ საქართველოს მასშატაბით ფიზიკური პირებისგან ჯართის მიღებას და რეალიზაციას, რა დროსაც გადახდისუუნარო, არარეზიდენტ პირებზე არეგისტრირებდნენ შპს-ებს, შემდეგ კი არ იხდიდნენ ფიქტიურ საწამოებზე დაგროვილი დამატებითი ღირებულების გადასახადის დავალიანებებს.