მთავრობის ინიციატივით შესული კანონპროექტი "შრომითი მიგრაციის შესახებ" ბიუროს სავარაუდოდ დღეს წარედგინება.
კანონპროექტი არეგულირებს საქართველოს მოქალაქის, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნაბართვის მქონე უცხოელის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის შრომით მოწყობას საქართველოს ფარგლებს გარეთ, ასევე საქართველოში მყოფი მუდმივი ბინადრობის ნაბართვის არმქონე უცხოელის საქართველოში შრომით მოწყობასა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელებას.
პროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ უნდა არსებობდეს შრომითი იმიგრაციის იმგვარი მექანიზმი, რომელიც ინვესტორს, დამსაქმებელს მხოლოდ იმ შემთხვევებში მისცემს სამუშაო ძალის ქვეყანაში შემოყვანის უფლებას, როცა დამსაქმებელი შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალს ადგილობრივ ბაზარზე ვერ მოიძიებს.
კანონპროექტი ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა.