ივერიონი / დავით პატარაია: საქართველოს პრეზიდენტისთვის სასამართლოს ინსტიტუციური გაძლიერება მნიშვნელოვანია

დავით პატარაია: საქართველოს პრეზიდენტისთვის სასამართლოს ინსტიტუციური გაძლიერება მნიშვნელოვანია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე,განაცხადა, რომ სასამართლო რეფორმის მხარდაჭერა გაწულ წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 740 000 ლარით დაფინანსდა.

"საქართველოს პრეზიდენტისთვის და ყველა ჩვენგანისთვის სასამართლოს ინსტიტუციური გაძლიერება უმნიშვნელოვანესადაა მიჩნეული. ვინაიდან სწორედ მოსამართლეა, რომელზეც დგას მთლიანად სასამართლო ხელისუფლება, შესაბამისი პროექტის ბენეფიციარები სწორედ შესაბამისი ასოციაციებია - იუსტიციის უმაღლესი სკოლა, მოსამართლეთა ასოციაცია და მოსამართლეთა ერთობა", - განაცხადა პატარაიამ.



22-01-2015, 13:06
უკან დაბრუნება