ადვოკატი თამუნა ქუთათელაძე, თეთრიწყაროს რაიონის სასამართლოსგან სამართლიანი განაჩენის გამოტანას ითხოვს. ადვოკატის თქმით, წალკის რაიონის პოლიციის მიერ, უკანონო ბრალდებით დაკავებული იქნა გიორგი აბულაძე, რომელსაც თეთრწყაროს რაიონული სასამართლო 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ასამართლებს, რაც ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს. ქუთათელაძე ამბობს, რომ აბულაძეს ნარკოტიკი პოლიციამ ჩაუდო.
"მე იმედი მაქვს, რომ სასამართლო მიაქცევს ამ ყველაფერს ყურადღებას, მოახდენს რეაგირებას და გამოიტანს გამამართლებელ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ეს არის შეთითხნილი საქმე. საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნათა თანახმმად, ყველა მტკიცებულება რომელიც დაცვის მხარეს არ გადაეცა იქნება დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობილი" - აცხადებს ქუთათელაძე.