ივერიონი / ვაზაგაშვილის ადვოკატები პროკურატურის წარმომადგენლებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ

ვაზაგაშვილის ადვოკატები პროკურატურის წარმომადგენლებისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვენ

იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ და  ყველა იმ პირისათვის, მათ შორის გამომძიებლების და პროკურატურის წარომადგენლებისათვის ითხოვენ უფლებამოსილების შეჩერებას, ვისაც 2006 წლის 2 მაისის სპეცოპერაციის საქმის გამოძიებასთან რაიმე სახის კავშირი შესაძლოა ქონოდა. დაცვის მხარის განცხადებით, სხვა შემთხვევაში საქმის დროული და ობიექტური გამოძიება შესაძლოა, ეჭვქვეშ დადგეს.

"მოხდეს დროებით, იმ ადამიანების ჩამოცილება, თუნდაც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული არიან 2006 წლის ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტთან იმიტომ, რომ ცალსახაა ის, რომ დამნაშავე ადამიანები სისხლში ამოსვრილი ხელებით არასდროს არ გამოიძიებენ საქმეს," - განაცხადა ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა.

 

23-01-2015, 11:15
უკან დაბრუნება