უკრაინაში რუსეთის ქმედებებმა მსოფლიო წესრიგი დაარღვია. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიურ ფორუმზე გამოსვლისას ისაუბრა.
"ყირიმის ანექსია - ეს არ არის უბრალოდ ანექსია. ეს არის ფასეულობების დარღვევა, რომელთა დამსახურებითაც შეიქმნა ევროპული მსოფლიო წესრიგი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, კონკრეტულად კი საზღვრებისა და ტერიტორული მთლიანობის აღიარებით", - აღნიშნა მერკელმა.
მერკელის თქმით, რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების გაუქმება ბერლინში "ნორმანდიული ოთხეულის" მოლაპარაკებების შემდეგაც კი შეუძლებელია.