ივერიონი / კახა კოჟორიძე: ეს მკვლელობა მხოლოდ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა არ იყო!

კახა კოჟორიძე: ეს მკვლელობა მხოლოდ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა არ იყო!

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, კახა კოჟორიძის განცხადებით - ეს  მკვლელობა მხოლოდ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა არ იყო.

 

"მქონდა პატივი, რომ მქონოდა პირადი ურთიერთობა ბატონ იურისთან. მასთან ვარ შეხვედრილი "საიაში" ჩემი მუშაობის პერიოდში. მაშინ, ჩვენ ვცდილობდით, რომ ყველანაირი სამართლებრივი გზა გვენახა მის დასახმარებლად.

ძალიან ბევრმა ადამიანმა თქვა და მეც იმ აზრზე ვარ, რომ ეს მკვლელობა არ იყო მხოლოდ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე გაირკვევა ამ მკვლელობის ჩამდენის ვინაობა," - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

23-01-2015, 11:51
უკან დაბრუნება