ვაზაგაშვილების საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურამ პარლამენტის წევრებს მინიმალური ინფორმაცია მაინც უნდა მიაწოდოს, განცხადება ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის თამარ კორძაიამ გააკეთა.
"მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო ორგანოებმა, პროკურატურამ დახურულ ფორმატში მოგვაწოდონ ინფორმაცია, რა პერსპექტივა აქვს საქმის გამოძიებას, რა განხორციელდა, რამდენად არის შესაძლებელი გარკვეულ ვადებში გამოძიების დასრულება და ა.შ. კომიტეტის წევრებს ძალიან კარგად ესმით, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლოა არსებობს ინფორმაცია, რომლის ბოლომდე გამჟღავნება მიზანშეწონილი არ იყოს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ პარლამენტის წევრებს მინიმალური ინფორმაცია მაინც უნდა მოეწოდოთ უშუალოდ პროკურატურის მხრიდან, მამისა და შვილის გარდაცვალების საქმეებზე", - განაცხადა კორძაიამ.