ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ეს ე.წ. ხელშეკრულება არღვევს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას
ბაქარაძე განმარტას, რომ აღნიშნული "დოკუმენტი" კატეგორიულად მიუღებელია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.
"ეს "დოკუმენტი" კატეგორიულად მიუღებელია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ეს არის საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევით გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება, რომელსაც არ აღიარებს არცერთი საერთაშორისო მოთამაშე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იმ გეგმის მხარდამხარ, რომელსაც რუსეთის ფედერაცია, სამწუხაროდ, ახორციელებს უკრაინასა და საქართველოში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დასავლური სამყაროს ძალისხმევა გაერთიანდეს რუსეთის მიმართ, რომ შეწყდეს ეს ანექსიური პოლიტიკა", – განაცხადა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ,რომ რუსეთის დუმაში დღეს ოკუპირებულ აფხაზეთთან გაფორმებული ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება იგეგმება. შესაბამისი წინადადებით დეპუტატებს დსთ-ს კომიტეტმა უკვე მიმართა.