ივერიონი / ირაკლი ფირცხალავა: "რა თქმა უნდა, "კორტების" სპეცოპერაციის დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ამაში დასამალი არაფერია"

ირაკლი ფირცხალავა: "რა თქმა უნდა, "კორტების" სპეცოპერაციის დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ამაში დასამალი არაფერია"

"რა თქმა უნდა, "კორტების" სპეცოპერაციის დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ამაში დასამალი არაფერი არ არის", - ამის შესახებ კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ირაკლი ფირცხალავამ "მაესტროს" ეთერში განაცხადა.

 კითხვაზე, იმყოფებოდნენ თუ არა იური ვაზაგაშვილის მიერ დასახელებული პირები სპეცოპერაციის ადგილზე, ფირცხალავამ აღნიშნა, რომ ისინი ადგილზე არ იმყოფებოდნენ.

"იმ სიაში, რაც იქნა წარმოდგენილი თავის დროზე ვაზაგაშვილის მიერ, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, იმ სიაში 98% პიროვნებებისა არ იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე, ისინი იმყოფებოდნენ სულ სხვა ადგილას, სადაც უნდა ჩატარებულიყო სპეცოპერაცია",-აღნიშნა ფირცხალავამ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ფირცხალავა პროკურატურამ რამდენჯერმე დაკითხა "კორტების" სპეცოპერაციასთან და სხვა გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით. იური ვაზაგაშვილი პირადად მას და სხვა მაღალჩინოსნებს დებდა ბრალს თავისი შვილის მკვლელობაში. მისი მტკიცებით, სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ ზურა ისევ ცოცხალი იყო და საკონტროლო გასროლით მოკლეს.

"ჩემ შვილს შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის უფროსის იმჟამინდელმა მოადგილემ ირაკლი ფირცხალავამ ესროლა",-აცხადებდა იური ვაზაგაშვილი.

 

24-01-2015, 09:16
უკან დაბრუნება