"მიხეილ სააკაშვილი ითხოვს ერთს გვამს ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის შედეგად და ტერორისტული აქტების განხორციელებას, რათა არჩევნებამე დაბრუნდეს ხელისუფლებაში როგორც მან ეს "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში რამდნიმე დღის წინ განაცხადა", - ამის შესახებ "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ "რეპორტიორის" პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"უკრაინაში მოქმედებს "საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნების მოქმედებათა განხორციელების შტაბი". ამ თემაზე გუშინ გაზეთი "ალიაც" წერდა და ჩვენც ვფლობთ ამ ინფორმაციას. შტაბს პირადად ზურაბ ადეიშვილი უკრაინიდან ხელმძღვანელობს. ადეიშვილის უკრაინაში ყოფნა გუშინწინ თავად უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გია გეწაძემაც დაადასტურა .
საქართველში დაგეგმილი ტერორისტული აქტების შემადგენელი ნაწილი გახლდათ იური ვაზაგაშვილის აფეთქებაც, დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ტერაქტის განხორცილება, რომლის ძირითად მიზანს საზოგადოებაში პანიკის დათესვა და ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდით ჩამოგდებაა. სააკაშვილის და მის მიერ უკრაინაში დაქირავებული ჯგუფების მთავარ სამიზნეს წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია. ის, რაც სააკაშვილმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ვერ მოახერხა, ცდილობს, ახლა განახორციელოს. ივანიშვილის მოცილებით სააკაშვილმა კარგად იცის, რომ ხელისუფლების დაბრუნებისთვის მას მწვანე შუქი ენთება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ყველა საშუალება, რათა განსაკუთრებული დაცვის ქვეშ იყოს აყვანილი სტრატეგიული და ტერორისტების თავდასხმის სამიზნე ობიექტები", - განაცხადა მჟავანაძემ.