ივერიონი / გია ხუხაშვილი: მთავრობის ნდობის საკითხი გარდაუვალია!

გია ხუხაშვილი: მთავრობის ნდობის საკითხი გარდაუვალია!

ვფიქრობ. ალექსანდრე ჭიკაიძე კი არა, უახლოეს 2-3 თვეში მთავრობის ნდობის საკითხი გარდაუვალია, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში სტუმრობისას ისაუბრა.


"რეჟიმის დამარცხება ეს ერთი პრობლემაა, ხოლო ნებისმიერი ხელისუფლებისთვის მთავარი ამოცანა და გამოწვევა თვითონ სისტემის დამარცხებაა. ჩემი აზრით, მოხდა ის, რომ სისტემამ მოახერხა და გარკვეულწლიად მძევლად აიყვანა ხელისუფლება. ზოგჯერ იძიებს ის პროკურორი, რომელიც თავად შეიძლება იყოს საქმის ფიგურანტი, ასეთ აბსურდათანაც გვაქვს ხოლმე საქმე. სამართლიანობის აღდგენა სისტემური ხარვეზების პირობებში არ ხდება. სისტემური და რადიკალური გადაწყვეტილებებია საჭირო. აქამდეც საჭირო იყო და კიდევ მაქვს იმის იმედი, რომ დაგვიანებული არ არის", - განაცხადა ხუხაშვილმა და დასძინა, რომ სისტემის ლუსტრირება უნდა მოხდეს.


 როგორც ხუხაშვილმა განაცხადა, დღეს ხელისუფლებას გამოწვევების მთელი ბუკეტი აქვს. "შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ჭიკაიძე კი არა, უახლოეს 2-3 თვეში მთავრობის ნდობის საკითხი გარდაუვალია, ჩემი აზრით. ეს არ არის ერთჯერადი შემთხვევა. ხვალ და ზეგ რა გველოდება კიდევ, ჩვენ არ ვიცით. სამწუხაროდ, ისეთ აბსურდამდე მივიდა ყველაფერი, რომ ველოდები, ხვალ და ზეგ რაღაც სიურპრიზები კიდევ გვექნება", - განაცხადა ხუხაშვილმა.

24-01-2015, 13:01
უკან დაბრუნება