ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის თანანმდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჭიკაიძე შს მინისტრების ისტორიაში ყველაზე უბოროტო მინისტრად ჩაეწერება. აღნიშნულზე ლაგაზიძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში ისაუბრა.
"ჭიკაიძე ისტორიაში ჩაეწერება, როგორც ყველაზე უბოროტო მინისტრი შს მინისტრების რანგში, ამ თვალსაზრისით, შეიძლება, მოგვენატროს კიდეც, რადგან ასეთი პრეცედენტი არ გვქონია. მან არაფერი გააკეთა, არაფერი დააშავა, მაგრამ ის იყო ძალიან კლასიკური სახე ამ მთავრობის და იმ საკადრო პოლიტიკის, რომელსაც ახორციელებს და რომლის შედეგებსაც დღეს ყველანი ვიმკით. ამ პოლიტიკის ამოსავალი წერტილია ადამიანების დანიშნვა თანამდებობებზე მხოლოდ მორჩილებით. მაქვს ღრმა განცდა, რომ ხელისუფლებას არასრულფასოვნების კომპლექსი აქვს, რომელიც ნაკლები კვალიფიკაციიდან, ნაკლები პროფესიონალიზმიდან და ნაკლები განათლებიდან მომდინარეობს, ამიტომ მას მოაზროვნე და ამბიციური ადამიანების ეშინია", - აღნიშნა ლაგაზიძემ.