სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის თანამდებობიდან გადადგომა შეაფასა და განაცხადა, რომ ის იური ვაზაგაშვილის განხადებისთანავე უნდა გადამდგარიყო. აღნიშნულზე მაისაიამ "რეპორტიორის" პრესკლუბში ისაუბრა.
"როდესაც იური ვაზაგაშვილი ასახელებდა, რომ შს მინისტრი მფარველობდა მისი შვილის მკვლელებს, რომლებიც იყვნენ თანამდებობებზე, ეს გვარები იყო მირზოევი, სიმონ მაჩაიძე, თავიდანვე უნდა მომხდარიყო ჭიაკაიძის გადაყენება",- განაცხადა მაისაიამ.
მაისაიამ ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ მინისტრის გადაყენება არსებულ რეალობას ვერ შეცვლის და საჭიროა სისტემური რეფორმების დაწყება.
"ჭიკაიძის გადაყენება რეალობას არ შეცვლის, მარტო საკადრო ცვლილებებით შორს ვერ წავალთ. აუცილებელია პოლიტიკოსის დანიშვნა ამ თანამდებობაზე და სისტემური რეფორმების დაწყება, რომელსაც საზოგადოება მოითხოვდა",- აცხადებს მაისაია.