ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, რუსეთი საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ადეკვატურად არ პასუხობს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
"ჩვენ გვქონდა რუსეთთან ნორმალიზაციის მცდელობა. ერთმანეთისგან გავმიჯნეთ რუსეთთან ერთი მხრივ, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები და მეორე მხრივ პოლიტიკური ურთიერთობების სფერო.
რაც შეეხება ეკონომიკას და ვაჭრობას, ჩვენ გარკვეულ გაუმჯობესებას მივაღწიეთ. რუსეთმა თავისი ბაზარი გაუხსნა ქართულ ღვინოს, მინერალურ წყლებს და ა.შ., მეორე მხრივ - პოლიტიკური კუთხით არავითარი გაუმჯობესება არ შეიმჩნევა. პირიქით, რუსეთმა გადაწყვიტა, არ უპასუხოს ჩვენს კონსტრუქციულ პოლიტიკას იმავე სულისკვეთებით. ორი თვის წინ რუსეთმა ახალი ხელშეკრულება გააფორმა აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონთან. რუსეთის დუმამ კი მოახდინა ამ შეთანხმების რატიფიცირება. რუსეთი მსგავსი შეთანხმების გაფორმებას სამხრეთ ოსეთთანაც გეგმავს. ჩვენ ამ შეთანხმებას ჩვენი ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად განვიხილავთ. ჩემი აზრით, ეს სარგებელს ვერ მოუტანს ურთიერთნდობის გაღვივებას. ჩვენი მიზანია, ქვეყნის დეოკუპაციას მივაღწიოთ და წამოვიწყოთ შერიგების პროცესი აფხაზეთსა და ოსეთში მცხოვრებ ჩვენ მოქალაქეებთან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.