საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებული პოლიციელების ნაწილი თანამდებობიდან გათავისუფლებულია.
"სპეცოპერაციაში მონაწილეობას იღებდა, შეიძლება ითქვას, 100 ან 50 კაცი და ყველას ვერ გავუშვებდით. ყველას ბრალი არ იყო. იქ რამდენიმეს ბრალეულობა გამოიკვეთა. პროკურატურა მუშაობს და დაისჯება ის ხალხი, რომლებზეც არ არის ბრალი გამოკვეთილი და ჯერ თანამდებობებზე რჩებიან", - განუცხადა გომელაურმა.