"ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე მალე გაიხსნება", - განაცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამების საკათერო ტაძარში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
"მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ეს არის ტრაგედია ჩვენი ქვეყნის, თითოეული მოქალაქის. ბატონი იური იყო გამორჩეული, მებრძოლი, მართალი კაცი, რომელიც სიმართლისთვის იბრძოდა. მინდა, მთელი გულით მივუსამძიმრო კიდევ ერთხელ და ქედს ვიხრი მისი ოჯახის წინაშე. ეს მძიმე წუთებია ჩვენთვის და პირადად ჩემთვის. როგორც აღვნიშნე, მე ძალიან კარგად და ახლოს ვიცნობდი ბატონ იურის.
მინდა, გითხრათ, რომ საქართველოს მთავარ პროკურატურას პრაქტიკულად ბოლომდე ჰქონდა მიყვანილი ის გამოძიება, რომელიც ეხებოდა ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობას. მაგრამ მინდა მივმართო ყველას, საზოგადოებას, რომ ეს საქმე გაიხსნება ძალიან მალე. ვგულისხმობ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეს. ის პრაქტიკულად ბოლომდე იყო მიყვანილი და ამას ვერავინ და ვერაფერი წინ ვერ აღუდგება და ვერ შეაჩერებს. სიმართლე გაირკვევა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.