დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში პირდაპირ დაადანაშაულა "ნაციონალური მოძრაობა". სუბარი ვაზაგაშვილის მკვლელობაში "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერას ხედავს, მისი თქმით, ვაზაგაშვილის მკვლელობა "ძალიან ჰგავს "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერას".
"სააკაშვილის ხელისფლება იყო ტერორისტული ხელისუფლება, რომელიც ქუჩაში ხოცავდა თავის საკუთარ მოქალაქეებს ყოველგვარი სასამართლოს და განაჩენის გარეშე და იმ ხელწერას ძალიან ჰგავს ის, რაც მოხდა იური ვაზაგაშვილთან დაკავშირებით. მაგრამ, როგორც თავის დროზე ზურაბ ვაზაგაშვილის მიმართ განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტმა 2 მაისს შეაჩერა ქუჩაში მკვლელობების სერია, ისე დარწმუნებული ვარ, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა იქნება გარდატეხა მიდგომაში მსგავსი დამნაშავეების მიმართ და ყველა დამნაშავე აგებს პასუხს, ვისაც მიუძღვის ბრალი იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში და ვისაც ის საშინელი დანაშაულებები აქვს ჩადენილი წლების განმავლობაში. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მათგანი წარდგება სასამართლოს წინაშე, პირველი ტერორისტის, მიხეილ სააკაშვილის, ხელმძღვანელობით," -აცხადებს სოზარ სუბარი.