ექსპერტს ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, თუ ხელისუფლება იგრძნობს, რომ საზოგადოების ნდობას კარგავს, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებს.
"თუ ხელისუფლება დაინახავს, რომ 2016 წლის არჩევნებზე მას მთლიანად შემოეძარცვება საზოგადოებრივი მხარდაჭრერა, ასეთ შემთხვევაში ის იძულებული გახდება, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე წავიდეს, მაგრამ ესეც არ აძლევს მას ხანგრძლივი პოლიტიკური სიცოცხლის გარანტიებს."- აცხადებს ლაგაზიძე.