ივერიონი / ირაკლი სესიაშვილი: საქმის გაუხსნელად დატოვებას არ ვაპირებთ!

ირაკლი სესიაშვილი: საქმის გაუხსნელად დატოვებას არ ვაპირებთ!

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ  ვაზაგაშვილის საქმის გაუხსნელად დატოვებას არ აპირებენ, საჭიროების შემთხვევაში საქმეში საერთაშორისო ექსპერტებიც ჩაერთვებიან.


"როდესაც პროკურატურა ცდილობს, რომ სწორ კვალზე გავიდეს, არ მიმაჩნია სწორად, რომ პარლამენტში მოხდეს მათი დაბარება. ახლა პროკურორებმა საკუთარი რესურსი საქმის გამოძიებას უნდა მოახმარონ.  თუ საჭიროა, ყველა დონის საერთაშორისო ექსპერტს ჩამოვიყვანთ იმიტომ, რომ ამ საქმის გაუხსნელად დატოვებას არ ვაპირებთ," - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

25-01-2015, 10:10
უკან დაბრუნება