ივერიონი / ჭიკაიძის შემცვლელი სახელდება?

ჭიკაიძის შემცვლელი სახელდება?

გავრცელებული ინფორმაციით, შსს მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის ადგილს მისი პირველი მოადგილე ვახტანგ გომელაური დაიკავებს. აღნიშნულ ინფორმაციას "თავისუფალი ზონა" ავრცელებს.

ხოლო ვახტანგ გომელაურის პირველ მოადგილედ ალექსანდრე ტაბატაძე დაინიშნება, რომელიც 2012- 2013 წლებში ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე იყო.

ვახტანფ გომელაური 2013 წლამდე ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო.

ვახტანგ გომელაური

განათლება:

2001 წ. – ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია.

პროფესიული გამოცდილება:

2013 წლიდან დღემდე – შს მინისტრის მოადგილე;

2013 წლამდე – ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი;

2002 წ. – შსს დაცვის პოლიცია;

1994 წ. – სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახური. სპეციალური ქვედანაყოფის საბრძოლო განყოფილების უფროსი.

 

25-01-2015, 14:23
უკან დაბრუნება