ივერიონი / ანზორ მესხიშვილი: “ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა სასოფლო-სამეურნეო მიწებისთვის არასასოფლო-სამეურნეო მიწების სტატუსის მინიჭებაა“

ანზორ მესხიშვილი: “ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა სასოფლო-სამეურნეო მიწებისთვის არასასოფლო-სამეურნეო მიწების სტატუსის მინიჭებაა“

„ივერიონს“ ესაუბრება ექსპერტი უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში, ეკონომიკის დოქტორი ანზორ მესხიშვილი.


-ბატონო ანზორ, სოფლად დაუმუშავებელი მიწებისთვის გლეხებს სანქციები დაუწესდებათ. ეს ინიციატივა მიწების უცხოელებისთვის მიყიდვას ხომ არ შეუწყობს ხელს?


-ეს კანონპროექტი დაუსრულებელია და წინასწარ ვერაფერს დავასკვნი, თუმცა ცნობილია, რომ ეს სანქციები  მცირემიწიან გლეხებს არ შეეხება.
საქართველოში ბევრი მიწა საძოვარია... საძოვრებზე მრავალწლიანი ბალახია დათესილი და 4-5 წელი არ გაითიბება, ერთი სიტყვით, ეს საკითხი კარგადაა შესასწავლი.


ჩემი აზრით, სანქციებმა უცხოელებისთვის მიწის მიყიდვას არ უნდა შეუწყოს ხელი. ისე, დღევანდელი კანონმდებლობის მიხედვით, უცხოელს დიდი მიწის ფართობის შეძენა არ შეუძლია.


ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა სასოფლო-სამეურნეო მიწებისთვის არასასოფლო-სამეურნეო მიწების სტატუსის მინიჭებაა. ასეთ მიწებზე სასტუმროებს და რესტორნებს  აშენებენ. არასასურველი შედეგი თბილისს შემოერთებულმა 22 სოფელმაც  მოიტანა, რომლის მიწებიც, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით,  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის აღარ გამოიყენება.  ამგვარი ქმედებები დიდი დანაშაულია კაცობრიობის წინაშე.
                                                ესაუბრა ია ჯღარკავა

26-01-2015, 10:13
უკან დაბრუნება