NATO-ში საქართველოს ახალი წარმომადგენლის ვინაობა უახლოს ხანში გახდება ცნობილი. განცხადება ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ გააკეთა.
კერესელიძის თქმით საგარეო საქმეთა სამინისტროში მსჯელობენ თუ ვინ შეცვლის ლევან დოლიძეს.
"ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ საკითხზე. რომ გითხრათ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამაზე არ მუშაობს, ეს იქნება დიდი დანაშაული. რა თქმა უნდა, ვმუშაობთ, რადგან NATO არის ერთ-ერთი ჩვენი ძირითადი მიმართულება და იქ ახალი ხელმძღვანელი მნიშვნელოვანია.საგარეო საქმეთა სამინისტროში მიდის მსჯელობა, ვინ შეცვლის ლევან დოლიძეს", - განაცხადა დავით კერესელიძემ.