ევროსაბჭოში, საქართველო რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას მხარს დაუჭერს. განცხადება ამის შესახებ საქართველოს პარლამნტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გააკეთა.
"ქართული დელეგაციის პოზიცია იქნება ერთიანი. ჩვენ სწორედ იმ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, რომლებიც რუსეთს ეკისრებოდა ევროსაბჭოს რეზოლუციით და საერთაშორისო არაერთი დადგენილებით, ბუნებრივია, ქართული მხარის პოზიცია იქნება ერთიანი, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ სანქციების გამკაცრებას." - განაცხადა ეკა ბესელიამ.