შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კანონმდებლობის ფარგლებში ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ცალკეულ მუხლებს გადახედა და პარლამენტს კოდექსის შესაბამის ნაწილში ცვლილებების განხორციელება შესთავაზა.
სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით, საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობასთან დაკავშირებულ მუხლს ახალი პუნქტი ემატება, რომლის შესაბამისად, დასჯადი ქმედება ხდება უცხო სახელმწიფოში გამგზავრება ტერორისტული საქმიანობის განხორციელების, მომზადების ან ამგვარ საქმიანობაში, ისევე როგორც ტერორისტულ წვრთნაში მონაწილეობის მიღების მიზნით. სანქციად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით 6-დან 9-წლამდე.
პასუხისმგებლობა წესდება ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისთვის პირის გადაბირებაზე, რაც 5-დან 10-წლამდე პატიმრობას გამოიწვევს.
სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტში უკვე ინიცირებულია.