პეტრე მამრაძე "ქრონიკასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში სულ მალე ახალი კოალიცია შეიქმნება, მამრაძე პროგნოზირებს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მომავალ პარლამენტში ნაციონალური მოძრაობა საკმაოდ მყარად იქნება წარმოდგენილი.
"მოსალოდნელია, რომ არჩევნების წინ, ბიძინა ივანიშვილმა შექმნას ახალი კოალიცია და სერიოზული ფინანსური რესურსები მიაშველოს მას. ასევე მიახმარს საკუთარ ავტორიტეტსაც და ამით უზრუნველყოფს მის წარმატებას. ივანიშვილი ალბათ შეეცდება, რომ "ნაცმოძრაობას" გასაქანი არ მისცეს და რაც შეიძლება ნაკლები ხმები მიიღოს ამ პარტიამ თუმცა, ეს მასზე არ იქნება დამოკიდებული. "ნაციონალები" პარლამენტში მოხვდებიან და სამწუხაროდ, მართლა მოგვიწევს მათი 4 წლით ატანა. რამდენად სოლიდურად შევლენ ახალ პარლამენტში, ეს მათზე და კონკურენტების შეცდომებზეა დამოკიდებული_ აცხადებს მამრაძე.