ივერიონი / რა ეჩვენება გიორგი კვირიკაშვილს?!

რა ეჩვენება გიორგი კვირიკაშვილს?!

 როგორც ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ლარის კურსი გუშინდელი შეხვედრის თემა იყო. აღნიშნულ შეხვედრას  ეროვნულ ბანკთან ერთად, ეკონომიკური საბჭოსმდივანიცესწრებოდა.

 

საქართველოს მთავრობა აქვს კომპლექსური გეგმა, თუ რა ღონისძიებები უნდა გაატაროს ლარისკურსის სტაბილიზაციაზე, განაცხადა კვირიკაშვილმა.


"გვაქვს მაქსიმალური კომპლექსური გეგმები, როგორ წავახალისოთ მომავალში ექსპორტი და რა ზომები უნდა გავატაროთ იმისთვის, რომ ტურიზმი წავახალისოთ. ასევე, უცხოური ინვესტიციების მიმართულებით, დაგეგმილი გვაქვს ძალიან აქტიური ნაბიჯები და ვფიქრობთ, ეს ყველაფერი, კომპლექსურად ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

26-01-2015, 13:56
უკან დაბრუნება