ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ამბოს, რომ ხელისუფლებას ამ ორი წლის განმავლობაში სისტემის შესაცვლელად ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს.
"ჩვენ ვცხოვრობთ იმავე სისტემაში რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დატოვა და თან ეს სისტემა ხელისუფლებას აზარალებს. ახლა აქვს თუ არა ხელისუფლებას ამ სისტემის შეცვლის რესურსი სამწუხაროდ ვერ ვხედავ. ხელისუფლება ცდება, თუ დღეს მთავარ ოპონენტად "ნაციონალურ მოძრაობას" მიიჩნევს, დღეს მას ხალხი უპირისპირდება. ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის უკვე სანდოობის დეფიციტია. ჩემი აზრით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებისათვის ერთად ერთი გამოსავალია."