პარლამენტში დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს ელოდებიან. ქადაგიძესთან შეხვედრა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ფარგლებში გაიმართება. სხდომა, რომელიც 17:30 საათისთვის არის დაგეგმილი, დახურული იქნება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან შეხვედრის მთავარი თემა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიმდინარეობა და მასთან დაკავშირებული საკითხები იქნება.