დეპუტატი ლექსო თამაზაშვილი არჩილ მაისურაძის მკვლელობაზე მომზადებულ გადაცემას "განსხვავებული აქცენტები" გამოეხმაურა და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობასა და მის წინააღმდეგ შავი პიარ -კამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა.
"რუსთავი 2" ჩემი ოჯახის და ჩემს წინააღმდეგ შავი პიარითაა დაკავებული. არჩილ მაისურაძე გახლავთ ჩემი ბავშვობის მეგობარი და როგორც ყველა ჩემ მეგობარს ვეხმიანებოდი ფეისბუკზე. "განსხვავებულ აქცენტებში" გასული ინფორმაცია არასწორია. მსგავსი ფაქტი არ დადასტურდა და ამ ისტორიის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. - წერს სოციალურ ქსელში ლექსო თამაზაშვილი.
თამაზაშვილი იმედოვნებს, რომ სამართალდამცველები ამ საქმეს გამოიძიებენ და ყველა დამნაშავე დაისჯება.
" არ ვაპირებ სხვა რაიმე სახის პოლემიკაში შევიდე სუბიექტურ და შავი პიარით დაკავებულ ტელევიზიასთან , რომელსაც საზოგადოებამ "ნაციონალური მოძრაობის" პრეს-სამსახური შეარქვა," - წერს თამაზაშვილი.