ივერიონი / თეა წულუკიანი: შს სამინისტრო ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით საზოგადოების მოლოდინს გაამართლებს!

თეა წულუკიანი: შს სამინისტრო ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით საზოგადოების მოლოდინს გაამართლებს!

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიესალმება  ვახტანგ გომელაურის დანიშვნას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე და აცხადებს, რომ  შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი მისი თანაგუნდელების თანამებრძოლი იყო უსამართლობისა და ძალადობის წინააღმდეგ.

"ეს არის  ადამიანი, რომელიც ჩვენთან ერთად, "ქართულ ოცნებასთან" ერთად იყო ბრძოლაში - ბრძოლაში ძალადობისა და უსამართლობის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, მე მაქვს იმედი, რომ ის ამ სამინისტროს სამართლიანობისთვის ბრძოლის სტრუქტურად აქცევს. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავამართლოთ ხალხის იმედი, ის მოლოდინი, რისთვისაც აგვირჩიეს და დაგვნიშნეს ამ თანამდებობებზე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.


 

27-01-2015, 12:09
უკან დაბრუნება