ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ვაზაგაშვილების საქმეზე იურიდიული კომიტეტის დახურული სხდომა არ გაიმართება.ხმალაძე განმარტავს, რომ იგი პირადად ესაუბრა მთავარ პროკურორს, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი ასეთი სხდომის ჩატარება და საგამოძიებო უწყებების წარმომადგენელთა პარლამენტში მისვლა.
"მქონდა საუბარი მთავარ პროკურორთან, ორივენი მივედით იმ დასკვნამდე, რომ საკომიტეტო მოსმენის ფორმატში ამ საკითხის განხილვის საჭიროება არ არის. თემა ისეთია, რომ ინფორმაციის ნაწილი არ უნდა იქნეს გამჟღავნებული გამოძიების გარეთ, ხოლო ის, რაც შეიძლება ითქვას გამოძიების გარეთ, ოღონდ არასაჯაროდ, ეს შეიძლება ინდვიდუალურ რეჟიმშიც გაკეთდეს",-განაცხადა ხმალაძემ