თუ ვაზაგაშვილების საქმეებთან დაკავშირებით მალე კონკრეტული შედეგი არ დაიდება, პროკურატურამ გარკვეული პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, - განცხადება ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გააკეთა.
"აუცილებელია, ამ საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული შედეგი დაიდოს ძალიან მალე. თუ შედეგი არ დაიდება, რა თქმა უნდა, პროკურატურამ გარკვეული პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. აუცილებელია ამ საქმის დაუყოვნებელი და ეფექტური გამოძიება. ამისთვის მნიშვენლოვანია ყველა ბერკეტის გამოყენება. თუ არ მოხდება გამოძიება, რა თქმა უნდა, ალბათ უნდა ვიფიქროთ სხვა მეთოდებზე, მათ შორის თუნდაც დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომიტეტის შექმნის შესახებ", - აღნიშნა ნანუაშვილმა.