ივერიონი / ვიქტორ დოლიძე: როდესაც საქმე შიდა უსაფრთხობას ეხება, პროკურატურა ვალდებულია პარლამენტში მოვიდეს!

ვიქტორ დოლიძე: როდესაც საქმე შიდა უსაფრთხობას ეხება, პროკურატურა ვალდებულია პარლამენტში მოვიდეს!

"თავისუფალი დემოკრატებისთვის" გაუგებარია, რატომ არიდებს თავს კითხვებზე პასუხის გაცემას გამოძება, მაშინ, როდესაც საქმე ასეთ გახმაურებულ  დანაშაულს ეხება.

 

ცნობისთვის: საქართველოს პარლამენტის ურავლესობა ვაზაგაშვილების საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძებო უწყებების  ხელმძღვანელთა მისვლას ითხოვს.

"ეს არის ძალიან გახმაურებული ტრაგიკული თემა და მარტო ერთ ოჯახს არ ეხება, ეს მთლიანად ქვეყანას და შიდა უსაფრთხოების საკითხებს ეხება და მაშინ, როდესაც პარლამენტი სთხოვს საგამოძიებო ორგანოებს მობრძანებას და ახსნას, ვფიქრობ, პროკურატურა ვალდებულია, მოვიდეს", - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

27-01-2015, 13:21
უკან დაბრუნება