ვისაუბრე ე.წ ხელშეკრულებაზე, რა შეიძლება ამან გამოიწვიოს, ამავდროულად იმაზე, რომ საქარტველოს წინააღმდეგ რუსეთია აგრესია გრძელდება და გეგმები შეიძლება განახორციელოს მან ამ მიმართულებით. განცხადება ამის შესახებ "ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაიამ გააკეთა.
პაატა დავითაიამ ძირითადი ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და საქართველოს წინააღმდეგ რუსულ აგრესიას დაუთმო:
"ვისაუბრე ე.წ. ხელშეკრულებებზე, რაც გაფორმდა და რა შეიძლება ამან გამოიწვიოს. ასევე იმაზე, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია გრძელდება და რა გეგმები შეიძლება განახორციელოს მან ამ მიმართულებით. საუბარი მქონდა ასევე რუსული ექსპანსიის საკითხებზე ფინანსური განხრით, ანუ "როსნეფტის", საავიაციო ბაზარზე რამდენიმე კომპანიის შემოსვლას, ასევე ენგურჰესთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები არსებობს. ეს არის რუსული პოლიტიკა და ზეწოლა საქართველოზე. ფაქტობრივად, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ამ საკითხში გაურკვეველია. კი ხდება ევროკავშირისკენ დეკლარირება, მაგრამ ქმედებები ცოტა სხვაა. ვისაუბრე ასევე საარჩევნო თემატიკაზე და აღვნიშნე, რომ საარჩევნო კოდექსზე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები ვმუშაობთ, ვითხოვთ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და პროპორციულის დანერგვას. თბილისში რომ ჩამოვალ, არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს ვგეგმავ, რათა არასაპარლამენტო ოპოზიციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფრო მეტი ტრიბუნა მიეცეს, გამოიყენოს ჩემი პოზიცია და კარი უფრო გავუღო იმ პარტიებს, ვინც არ არიან პარლამენტის წევრები და არ აქვთ წარმომადგენლობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში", - განაცხადა დავითაიამ.