როგორც სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ 2008 წელს ერთ-ერთ მსჯავდრდებულს თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის მოკვლა დაავაალა. აღნიშნულზე ნანუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
"სახალხო დამცველს ერთ-ერთმა მსჯევდებულმა მიამრთა, სადაც ის აცხადებს, რომ 2008 წლის ივლისში დააკავეს შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომელმა გიორგი ხიზანშვილმა და გიორგი ჭანტურიამ და მიიყვანეს ირაკლი ფირცხალავასთან. მისი ინფორმაციით, ფირცხალავა მას ნარკოტიკული დანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემით დაემუქრა, ხოლო თაისუფლების სანაცვლოდ ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი უნდა მოეკლა, ასევე უნდა მოეძებნა პირი, რომელიც ზურა ვაზაგაშვილის წიანააღმდეგ მისცემდა ჩვენებას. ფირცხალავა ამ პირს თანამშრომლობის შემთხვევაში გათავისუფლებას დაპირდა", - განაცხადა ომბუდსმენმა.