კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა სახალხო დამცველის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.
"მაგაზე ერთი წლის წინ შსს-ში მე თვითნ მაქვს შეტანილი განცხადება. მერე მითხრეს, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროში გადააგზავნეს. ეს ყველაფერი სისულელეა. ერთადერთი რასაც ვაღიარებ ეს კენედის მკვლელობაა", - განაცხადა ირაკლი ფირცხავლამ.
ცნობისთვის: სახლხო დამცველის ინფორმაციით, ერთ-ერთი მსჯავრდებული აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავა მას დაემუქრა ნარკოტიკული დანაშაულით პაუსხისმგებაში მიცემით, ხოლო თავისუფლების სანაცვლოდ გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი უნდა მოეკლა.