ივერიონი / ია მეტრეველი: ჩემთვის აღნიშნული სქემის შესახებ ცნობილი იყო

ია მეტრეველი: ჩემთვის აღნიშნული სქემის შესახებ ცნობილი იყო

სახალხო დამცველის სკანდალურ განცხადებაზე, რომ ირაკლი ფირცხალავამ და კახა ლეგაშვილმა ბუტა რობაქიძის დედის ია მეტრეველის მკვლელობა შეუკვეთეს, ია მეტრეველი პირველ კომენტარს "კვირასთან" აკეთებს. როგორც მეტრეველი აცხადებს, მისთვის სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებაში მოყვანილი სქემის შესახებ აქამდეც იყო ცნობილი.

"ჩემთვის აღნიშნული სქემის შესახებ ცნობილი იყო. ერთი წელია რაც ვსაუბრობდი ამის შესახებ, თუმცა რეაგირება არ ხდებოდა, სანამ ბატონი იურის ლიკვიდაცია არ მოხდა, იქამდე რატომღაც ყურადღება არ მიაქციეს აღნიშნულ ინფორმაციას. ნამდვილად არსებობს ადამიანი, რომელსაც ჩემი ლიკვიდაცია დაავალეს, ის ახლა ციხეშია და სასჯელს იხდის. კარგია, რომ სახალხო დამცველმა მიმართა პროკურატურას, ახლა ჯერი საგამოძიებო უწყებაზეა", – აღნიშნა ია მეტრეველმა.

 

 

 

 

 

 

27-01-2015, 16:20
უკან დაბრუნება