დავით ცინარიძე არის ძალიან მაღალი თანამდებობის პირი და ის ვალდებულია, განმარტება გააკეთოს ამასთან დაკავშირებით, განცხადება ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა თამარ კორძაიამ გააკეთა.
"დავით ცინარიძე არის ძალიან მაღალი თანამდებობის პირი და ის ვალდებულია, განმარტება გააკეთოს ამასთან დაკავშირებით, რეალურად ის ურეკავს ამ ქალბატონს იმ წუთას თუ არა. ვიდეოები, რომელიც დაიდო, ეს არ არის ერთი შემთხვევა, ორი ფაქტი არის გამომჟღავნებული, ეს მნიშვნელოვანია, აუცილებელია განმარტებების გაკეთება და გაქარწყლება და თუ არ გაქარწყლდა, ვფიქრობ, სათანადო პასუხისმგებლობა უნდა დადგეს,"- აცხადებს კორძაია.