თბილისის მერია საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, ინსტანციამ მუნიციპალიტეტის სამი თანამშრომლის გათავისუფლება უკანონოდ ცნო.
სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ ხაბეიშვილი ამ პოსტზე კახი კალაძის ცოლისძმამ გიორგი არეშიძემ შეცვალა, თუმცა, ამჟამად იგი ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს ხელმძღვანელობს. ლევან ხაბეიშვილი კი მერისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.
"ნარმანიას ბრძანებით გამათავისუფლეს უკანონოდ, ეს დღეს უკვე სასამართლომაც დაადასტურა. დედაქალაქის მერისგან მოვითხოვ ბოდიშს, იმიტომ, რომ მან როდესაც მე გამათავისუფლეს, თქვა, რომ ჩვენ მხოლოდ არაპროფესიონალ კადრებს ვათავისუფლებთო. დღეს მე მიჭირავს სასამართლოს გადწყვეტილება, სადაც აბსოლუტურად ცალსახად წერია, რომ ჩემი გათავისუფლება იყო უკანონ0. შესაბამისად, კახი კალაძის ცოლისძმა, რომელიც დანიშნეს ჩემს ადგილზე თანამდებობაზე, მისი დანიშვნა ჩაითვალა უკანონოდ", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.