ივერიონი / სახალხო დამცველის წერილის საფუძველზე, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

სახალხო დამცველის წერილის საფუძველზე, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

2015 წლის 27 იანვარს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიდან საქართველოს მთავარ პროკურატურაში შემოსული წერილის საფუძველზე, ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მომზადებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. 

კერძოდ: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმდროინდელმა მაღალჩინოსნებმა ირაკლი ფირცხალავამ, კახა ლეგაშვილმა, გიორგი ხიზანიშვილმა და გიორგი ჭანტურიამ, 2008 წლის ივლისში გადაამეტეს რა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, დააკავეს მოქალაქე ლაშა შავიძე და მასზე ფსიქიკური ზეწოლის მოხდენის და ნარკოტიკული ნივთიერების გადაცემის გზით, თავისუფლების სანაცვლოდ დაიყოლიეს ბუტა რობაქიძის დედის - ია მეტრეველის განზრახ მკვლელობაზე.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 18,109-ე მესამე ნაწილის "გ" და "ვ" ქვეპუნქტებით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

28-01-2015, 12:05
უკან დაბრუნება